пятница, 10 апреля 2015 г.

დღე მეცხრე


როგორც ყოველთვის ეს დღეც ჩვეულებრისამებრ დაიწყო, მაგრამ ერთი კი არის რომ, ყველამ ვიცოდი, ეს დღე ტრენინგის ბოლო დღე იყო, ვემშვიდობებოდით მართლაც და საინტერესო მასალის შესწავლას, რომელმაც ბევრი რამე მოგვცა. ტრენერი, მიუხედავად მისი ასაკისა ძალიან საინტერესოდ და დამაჯერებლად გადმოგვცემდა....

  • ჩვენ წინა ტრენინგზე მოგვეცა დავალება, ჩვენი პორტფოლიოები მოგვეწიესრიგებინა, მასალა,რაც პროექტისათვის შევიმუშავეთ, კერძოდ: პროპექტის გეგმა, ბროშურა, პრეზენტაციის ჩეკლისტი, მასწავლებლის პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, გუგლის ფორმებში ტესტების შექმნა   და ბოლოს შეფასებები და ამ ყველაფერის ატვირთვა-განახლება პორტფოლიოში და თავისთავად ბლოგზეც. 
  • ჩვენც ასე გავაკეთეთ, ყოველივე ზედმიწევნით შევასრულეთ, გიორგის ჩვენთან მოსვლამდე ყველაფერი უკვე ჰქონდა ნანახი.
  • ტრენინგის დაწყებისთანავე, იყო შენიშვნები, ძირითადად შეფასებებში, ჩავასწორეთ მისი მითითებით.
  • ამის შემდგომ, ასევე ტრენერის თხოვნით, თუ მოთხოვნით, რამოდენიმე ჯგუფის წევრმა გააკეთა პრეზენტაცია თავის პროექტის შესახებ.
  • პრეზენტაციამ უნაკლოდ ჩაიარა, მართლაც და ვამაყობ მე ჩემი კოლეგებით, მათი ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით.
  • პრეზენტატორები ტაშით დავაჯილდოვეთ, რაც მათთვის სტიმული მიგვეცა ახლაც და  მომავალში,  უფრო კარგი და საინტერესო პროექტის მომზადებისა.
           რაც შეხება თვითონ ტრენინგს, როგორც ზ/ავღნიშნე, თითოეულ ჩვენთაგანს გული დაგვწყდა რომ დასრულდა. ყველამ ავღნიშნეთ, რომ ასეთი საინტერესო ტრენინგს უნდა ეთმობოდეს მეტი დრო.
            მადლობთ ბატონო გიორგი ყოველივე იმ საინტერესო სიტყვებისთვის, ფრაზებისთვის,  რომელიც, ჩვენ თქვენგან გავიხსენეთ და შევისწავლეთ. წარმატებებს გისურვებთ.








воскресенье, 5 апреля 2015 г.

დღე მერვე


  • პირადად მე, გვიან შევუერთდი ტრენინგს, რაზედაც გული მწყდება, მაგრამ რა ვქნა......
  • როგორც კოლეგებმა მითხრეს, ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების განხილვით, 

вторник, 31 марта 2015 г.

დღე მეშვიდე


  • წარვადგინეთ  საშინაო დავალება - მოსწავლის მიერ power point-ში გაკეთებული პრეზენტაცია . გიორგიმ შეგვიფასა და მოგვიწონა, მოგვცა უმნიშვნელო შენიშვნები - თანმიმდევრობის სესახებ..
  • გავიხსენეთ განვლილი მასალა, კერძოდ google draiv-ში მუშაობა; 
  • შევუდექით ახალი მასალის შესწავლას:
  • სახელმძღვანელოში გავეცანით ახალ მასალას - პორტფოლიოს ჩეკლისტი, სადაც გაწერილია  იმ საქაღალდეების მიმდევრობა, თუ, ჩვენს მიერ შექმნილი მასალა სად და როგორი თანმიმდევრობით უნდა  განვათავსო.
  • ჩვენივე ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი პორტფოლიო.
  • ვისწავლეთ ბლოგზე ახალი ჩარჩოების  დამატება, სახელის დარქმევა და განლაგება რათა ჩვენთვის ადვილი მოსაძებნი იყოს განთავსებული მასალა;
  • ტექსტზე მისამართის მიბმა; 

пятница, 27 марта 2015 г.

დღე მეექვსე

დღე მეექვსე


  • განვიხილეთ საშინაო დავალება-მასწავლებლის მომზადებული პრეზენტაციები;
  • ვისაუბრეთ მოსწავლის მიერ მოსამზადებელ პრეზენტაციაზე;
  • შვისწავლეთ პრეზენტაციის კრიტერიუმის ჩამონათვალი - ჩეკლისტი და გავაკეთეთ პრეზენტაციები;
  • გავეცანით google.draiv-ში მუშაობას, შევქმენით საქაღალდეები, დავარქვით სახელი, ავტვირთეთ ჩვენს მიერ დამზადებული მასალა.
  • ვისწავლე  google.draiv-ში შექმნილი საქაღალდის წაშლა, სახელის გადარქმევა და ატვირთულ მასალაში ცვლილებების შეტანა.
  • საშინაო დავალებად მოგვცა: შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი -პრეზენტაცია. 



ასე ვმუშაობთ.........




четверг, 26 марта 2015 г.

დღე მეხუთე

მეხუთე დღე

ბატონი გიორგი ჩვეულებისამებრ დროზე ადრე მოვიდა, შეგვამზადა ყველანი სამუშაოდ.

  • ტრენინგის დაწყებისთანავე გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი მასალა, ბლოგის სტრუქტურის შესახებ: ფერების შეცვლა, ფონის დაყენება-შეცვლა, 
  • გავაკეთეთ კომენტარები კოლეგების ნაშრომებზე, რომელიც . სახალისოა, თანაც საინტერესო, იმიტომ რომ მომავალში გამოგვადგება ჩვენივე ნამუშევრების ანალიზისთვის.
  • განვიხილეთ  პროექტის გეგმები, სადაც იყო უმნიშვნელო შენიშვნები გიორგის მიერ, რომელიც იქვე  ჩავასწორეთ;
  • გადავედით ახალ მასალაზე, სახელმძღვანელოში, მესამე მოდული - კავშირები, რომელიც ახსნილი იქნა წინარე ცოდნის საფუძველზე, თუ რა ვიცოდით ამ თემასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა რომ ვიცოდით, თუ რა იყო "საავტორო უფლება",  მაგრამ სად შეიძლებოდა მისი განთავსება ვისწავლეთ ახლა. საავტორო უფლებების ჩანაწერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ნაშრომის ბოლო გვერდზე.
  • შემდეგ, სახელმძღვანელოში, მეორე მოდულის მეხუთე აქტივობაზე გადავედით, სადაც შევისწავლეთ პედაგოგის მიერ მოსამზადებული პრეზენტაციაზე მუშაობა -Powerpoint-ში.

დღე მეოთხე

მეოთხე დღე:

  • დღევანდელი დღე იყო მეტად შრომატევადი. 
  • ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, გავეცანით მის სტრუქტურას, საჭიროებისამებრ შევძლოთ ფერების შეცვლა, განლაგება. 
  • ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება კოლეგების ნამუშევრებზე.
  • ვისწავლეთ უფრო ზუსტად, თუ როგორ უნდა დავწეროთ რეფლექსია, რაც აუცილებლად დამეხმარება
  • გავეცანით პროექტის შეფასებებს, გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, მათგან პირველი "მოსწავლეების წინარე და საჭიროებების შეფასებისთვის" მოგვცა საშინაო დავალებად:  მოვიფიქროთ ერთი ან ორი  მეთოდი, მის შესამოწმებლად.
მადლობთ ბატონო გიორგი  განვლილი ოთხი დღისათვის, რაც ჩვენ შეგვასწავლეთ.....











დღე მესამე

 დღე მესამე:




  • თითქმის გამეორება გამომდის, მაგრამ დამიჯერეთ რომ სიმართლეა, ყოველი მომდევნო ტრენინგი საინტერესოა,  ჩვენთვის საჭირო სიახლის მომცემი და შრომატევადიც.
  • ეს დღეც დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით: ჩვენი ფოსტიდან გიორგისთვის უნდა გაგვეგზავნა უბრალოდ "მოკითხვის ბარათი". რა თქმა უნდა შესრულებული იქნა ჩვენგან; ასევე გვაქვს სურათები ბროშურისთვის.
  • ბროშურის შაბლონი გადმოვტვირთეთ გიორგის ბლოგიდან, შევცვალეთ ტექსტის ნიმუშები, ჩავწერეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო სათაური, ქვე სათაური. შევცვალეთ სურათის ზომა, მდებარეობა, სურათის გვერდით დავწერეთ ინფორმაცია, ვისწავლეთ სტრიქონებს შორის ინტერვალის შეცვლა,შევცვალეთ დიზაინი, ფერი, სათაური, შრიფტი, ჩავსვით ფიგურები, ცხრილები, დიაგრამები.( სახელმძღვანელო-შინაარსი-აქტივობა 5). ბროშურას ვქმნით და ვაცნობთ მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე, ე.ი ბროშურით ვაცნობთ და ვაინტერესებთ პროექტისადმი. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ბროშურის შინაარს, მის დიზაინს, ფორმას. ბროშურა სამად იკეცება. ბროშურისთვის სურათებს ვტვირთავთ ინტერნეტიდან google.com-ის დახმარებით.
  • გავეცანით, თუ რა არის რეფლექსია, როგორ უნდა დავწეროთ და რა მნიშვნელობა აქვს მის სწორად დაწერას ჩვენთვის. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი მოლოდინები, იმაზე თუ რა კომენტარს გააკეთებდა გიორგი თითოეული ჩვენტაგანის რეფლექსიაზე. ვფიქრობ კარგად გავართვით თავი, სამწუხაროდ დრო ჭირდება, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ჰუმანური, მაგრამ  ზომიერად"მკაცრი" ტრენერი არაფერს გვპატიობს.....)))))
  • გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს;ჩემი პროექტის: შინაარსობრივი კითხვა - ვინ იყო ნოდარ დუმბაძე? როდის დაიბადა ნოდარ დომბაძე? საქართველოს, რომელ კუთხეში დაიბადა?ვინ იყვნენ მისი მშობლები? რომელ წელს გარდაიცვალა მწერალი? რა დაგვიტოვა ნოდარ დუმბაძემ? სად დაკრძალეს და ამჟამად სად არის მისი საფლავი? თემატური კითხვა: რით განსხვავდება ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, იმ დროის სხვა მწერლების შემოქმედებისგან? არსებობენ თუ არა, მწერლიოს სემოქმედებასი რეალური პერსონაჟები და ვინ არიან ისინი? რით განსხვავდება გურია საქართველოს სხვა კუთხეებისგან? რატომ ეტრფოდა "მზეს" ნოდარ დუმბაძე? ზოგადი კითხვა: რა არის სიყვარული?  

დღე მეორე

მეორე დღე:


  • პირველი დღით დაინტერესებულებმა, მეორე დღე დავიწყეთ უკვე ახსნილისა და გაგებულის გამეორებით;
  • წარვადგინეთ ჩვენს მიერ შევსებული პროექტის გეგმა, სადაც უკვე შეტანილი გვქონდა თემის სათაურიც და მისი შინაარსიც;
  • გავაგრძელეთ გეგმაზე მუშაობა: შევავსეთ: საგანი, კლასი, განხორციელების სავარაუდო დრო(შეიძლება შეიცვალოს);
  • გიორგიმ შეგვახსენა, რომ თვალი გადავავლოთ " ეროვნული სასწავლო გეგმას" და შევავსოთ -პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები და შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები - რომლებიც მოერგება ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტს;
  • ზ/აღნიშნულს იმიტომ ვაკეთებთ, რომ პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა,პირიქით პროექტზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან; მოსწავლეებს,  პროექტში მუშაობის დროს უწევთ,  რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება; 
  •  ვისაუბრეთ პროექტების დაგეგმვის შესახებ, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი, თუ  მიზანია, რომ მოსწავლემ უნდა მიაღწიოს მაღალ დონეს, მაშინ პროექტის კარგი დაგეგმვა და მომზადება აუცილებელია;
  •  გავიხსენეთ ელ. ფოსტა, მასში მუშაობა, წერილების ან რაიმე დოკუმენტის გაგზავნის დროს ვიქცევით შემდეგნაირად: შევდივართ ფოსტაში, ვაკლიკებთ "შექმნა", მოცემულ გრაფაში ვირჩევთ ვის ვუგზავნით და ვწერთ მის ელ. მისამართს, შემდეგ თემის სათაურს, შემდეგ სულ დაბლა ვაკლიკებთ ფაილის ატვირთვას, ვტვირთავთ ფაილს, იქედან  სადაც გვაქვს შენახული, ვათვალიერებთ, თუ ყველაფერი წესრიგშია, ვაკლიკებთ "გაგზავნას"
  • საშინაო დავალება: გადავუგზავნოთ გიორგის ფოსტაზე უბრალოდ "მოკითხვის" წერილი; მოვამზადოთ ბუკლეტისთვის სურათები. თუ რა არის ბუკლეტი, წარმოდგენისთვის შევდივართ გიორგის ბლოგზე:http://intelga.blogspot.com/p/blog-page_74.html, შემდეგ - რესურსები, სასწავლო პროექტის დამხმარე, ბუკლეტის შაბლონი. აქვე გავეცნობით, ჩვენი კოლეგების მიერ გაკეთებულ ბუკლეტებს სხვადასხვა თემაზე.



пятница, 20 марта 2015 г.

დღე პირველი

პროექტებით სწავლება - ტრენერი გიორგი არავიაშვილი


პირველი დღე

  • დღეს 2015 წლის 10 მარტია, ტრენინგის "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება" პირველი დღე. 
  • ურთიერთგაცნობის შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი:შევიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოვიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგვეხმარება;  
  •  განმარტა, თუ რას ემსახურება პროექტებით სწავლება, მისი დადებითი მხარეები: პროექტებით სწავლება,  შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაზარდოს მათი აქტიურად ჩართვა  სასწავლო პროცესში,  გამოყენებული იქნას 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
  • შევისწავლით, თუ როგორ შევქმნატ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, ამისთვის კი აუცილებელი ვფლობდეთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს;
  • გავეცანით სახელმძღვანელოს, რომელიც შეგვიძლია მოვძებნოთ შემდეგ ელ.მისამართზე - tpdc.ge/essentials - "პროექტებით სწავლება"
  • სახელმძღვანელო დაყოფილია 3 ქვესათაურად, ესენია: შინაარსი, რესურსები და ჩანიშვნები;
  • თავის მხრივ შინაარსი მოიცავს მოდულებს, მოდულები აქტივობებს და ა.შ
  • გავეცანით და გადმოვიწერეთ  პროექტის გეგმის შაბლონი, რომლის შევსებაც (1-6 ხაზი) დაგვევალა საშინაო დავალებად, მას შემდეგ, როცა გადავწყვეტთ ჩვენი პროექტის სახელწოდებას;
  • სახელმძღვანელოს გაცნობისთანავე, გიორგიმ აგვიხსნა, თუ როგორ ვიმუშავოთ სახელმძღვანელოში,  ადვილად რომ მოვიძიოთ მასალა, შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ჩანიშვნები, რომელიც შეინახება - ქვე სათაურში-ჩანიშვნები. ან კიდევ უბრალოდ გავაკეთოთ მონიშვნა, რომლის დროსაც გამოჩნდება ფანქარი, მასზე დაკლიკებით, ნაწერს ფერი შეეცვლება.