მეხუთე დღე
ბატონი გიორგი ჩვეულებისამებრ დროზე ადრე მოვიდა, შეგვამზადა ყველანი სამუშაოდ.
ბატონი გიორგი ჩვეულებისამებრ დროზე ადრე მოვიდა, შეგვამზადა ყველანი სამუშაოდ.
- ტრენინგის დაწყებისთანავე გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი მასალა, ბლოგის სტრუქტურის შესახებ: ფერების შეცვლა, ფონის დაყენება-შეცვლა,
- გავაკეთეთ კომენტარები კოლეგების ნაშრომებზე, რომელიც . სახალისოა, თანაც საინტერესო, იმიტომ რომ მომავალში გამოგვადგება ჩვენივე ნამუშევრების ანალიზისთვის.
- განვიხილეთ პროექტის გეგმები, სადაც იყო უმნიშვნელო შენიშვნები გიორგის მიერ, რომელიც იქვე ჩავასწორეთ;
- გადავედით ახალ მასალაზე, სახელმძღვანელოში, მესამე მოდული - კავშირები, რომელიც ახსნილი იქნა წინარე ცოდნის საფუძველზე, თუ რა ვიცოდით ამ თემასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა რომ ვიცოდით, თუ რა იყო "საავტორო უფლება", მაგრამ სად შეიძლებოდა მისი განთავსება ვისწავლეთ ახლა. საავტორო უფლებების ჩანაწერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ნაშრომის ბოლო გვერდზე.
- შემდეგ, სახელმძღვანელოში, მეორე მოდულის მეხუთე აქტივობაზე გადავედით, სადაც შევისწავლეთ პედაგოგის მიერ მოსამზადებული პრეზენტაციაზე მუშაობა -Powerpoint-ში.
Комментариев нет:
Отправить комментарий