четверг, 26 марта 2015 г.

დღე მესამე

 დღე მესამე:




  • თითქმის გამეორება გამომდის, მაგრამ დამიჯერეთ რომ სიმართლეა, ყოველი მომდევნო ტრენინგი საინტერესოა,  ჩვენთვის საჭირო სიახლის მომცემი და შრომატევადიც.
  • ეს დღეც დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით: ჩვენი ფოსტიდან გიორგისთვის უნდა გაგვეგზავნა უბრალოდ "მოკითხვის ბარათი". რა თქმა უნდა შესრულებული იქნა ჩვენგან; ასევე გვაქვს სურათები ბროშურისთვის.
  • ბროშურის შაბლონი გადმოვტვირთეთ გიორგის ბლოგიდან, შევცვალეთ ტექსტის ნიმუშები, ჩავწერეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო სათაური, ქვე სათაური. შევცვალეთ სურათის ზომა, მდებარეობა, სურათის გვერდით დავწერეთ ინფორმაცია, ვისწავლეთ სტრიქონებს შორის ინტერვალის შეცვლა,შევცვალეთ დიზაინი, ფერი, სათაური, შრიფტი, ჩავსვით ფიგურები, ცხრილები, დიაგრამები.( სახელმძღვანელო-შინაარსი-აქტივობა 5). ბროშურას ვქმნით და ვაცნობთ მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე, ე.ი ბროშურით ვაცნობთ და ვაინტერესებთ პროექტისადმი. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ბროშურის შინაარს, მის დიზაინს, ფორმას. ბროშურა სამად იკეცება. ბროშურისთვის სურათებს ვტვირთავთ ინტერნეტიდან google.com-ის დახმარებით.
  • გავეცანით, თუ რა არის რეფლექსია, როგორ უნდა დავწეროთ და რა მნიშვნელობა აქვს მის სწორად დაწერას ჩვენთვის. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი მოლოდინები, იმაზე თუ რა კომენტარს გააკეთებდა გიორგი თითოეული ჩვენტაგანის რეფლექსიაზე. ვფიქრობ კარგად გავართვით თავი, სამწუხაროდ დრო ჭირდება, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ჰუმანური, მაგრამ  ზომიერად"მკაცრი" ტრენერი არაფერს გვპატიობს.....)))))
  • გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს;ჩემი პროექტის: შინაარსობრივი კითხვა - ვინ იყო ნოდარ დუმბაძე? როდის დაიბადა ნოდარ დომბაძე? საქართველოს, რომელ კუთხეში დაიბადა?ვინ იყვნენ მისი მშობლები? რომელ წელს გარდაიცვალა მწერალი? რა დაგვიტოვა ნოდარ დუმბაძემ? სად დაკრძალეს და ამჟამად სად არის მისი საფლავი? თემატური კითხვა: რით განსხვავდება ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, იმ დროის სხვა მწერლების შემოქმედებისგან? არსებობენ თუ არა, მწერლიოს სემოქმედებასი რეალური პერსონაჟები და ვინ არიან ისინი? რით განსხვავდება გურია საქართველოს სხვა კუთხეებისგან? რატომ ეტრფოდა "მზეს" ნოდარ დუმბაძე? ზოგადი კითხვა: რა არის სიყვარული?  

Комментариев нет:

Отправить комментарий