პროექტებით სწავლება - ტრენერი გიორგი არავიაშვილი
პირველი დღე
- დღეს 2015 წლის 10 მარტია, ტრენინგის "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება" პირველი დღე.
- ურთიერთგაცნობის შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი:შევიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოვიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგვეხმარება;
- განმარტა, თუ რას ემსახურება პროექტებით სწავლება, მისი დადებითი მხარეები: პროექტებით სწავლება, შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაზარდოს მათი აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში, გამოყენებული იქნას 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
- შევისწავლით, თუ როგორ შევქმნატ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, ამისთვის კი აუცილებელი ვფლობდეთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს;
- გავეცანით სახელმძღვანელოს, რომელიც შეგვიძლია მოვძებნოთ შემდეგ ელ.მისამართზე - tpdc.ge/essentials - "პროექტებით სწავლება"
- სახელმძღვანელო დაყოფილია 3 ქვესათაურად, ესენია: შინაარსი, რესურსები და ჩანიშვნები;
- თავის მხრივ შინაარსი მოიცავს მოდულებს, მოდულები აქტივობებს და ა.შ
- გავეცანით და გადმოვიწერეთ პროექტის გეგმის შაბლონი, რომლის შევსებაც (1-6 ხაზი) დაგვევალა საშინაო დავალებად, მას შემდეგ, როცა გადავწყვეტთ ჩვენი პროექტის სახელწოდებას;
- სახელმძღვანელოს გაცნობისთანავე, გიორგიმ აგვიხსნა, თუ როგორ ვიმუშავოთ სახელმძღვანელოში, ადვილად რომ მოვიძიოთ მასალა, შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ჩანიშვნები, რომელიც შეინახება - ქვე სათაურში-ჩანიშვნები. ან კიდევ უბრალოდ გავაკეთოთ მონიშვნა, რომლის დროსაც გამოჩნდება ფანქარი, მასზე დაკლიკებით, ნაწერს ფერი შეეცვლება.
ქალბატონო ნაზი, მეოთხე დღის ტრენინგის სწავლების გეგმა მომეწონა ძალიან.
ОтветитьУдалить