четверг, 26 марта 2015 г.

დღე მეორე

მეორე დღე:


  • პირველი დღით დაინტერესებულებმა, მეორე დღე დავიწყეთ უკვე ახსნილისა და გაგებულის გამეორებით;
  • წარვადგინეთ ჩვენს მიერ შევსებული პროექტის გეგმა, სადაც უკვე შეტანილი გვქონდა თემის სათაურიც და მისი შინაარსიც;
  • გავაგრძელეთ გეგმაზე მუშაობა: შევავსეთ: საგანი, კლასი, განხორციელების სავარაუდო დრო(შეიძლება შეიცვალოს);
  • გიორგიმ შეგვახსენა, რომ თვალი გადავავლოთ " ეროვნული სასწავლო გეგმას" და შევავსოთ -პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები და შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები - რომლებიც მოერგება ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტს;
  • ზ/აღნიშნულს იმიტომ ვაკეთებთ, რომ პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა,პირიქით პროექტზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან; მოსწავლეებს,  პროექტში მუშაობის დროს უწევთ,  რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება; 
  •  ვისაუბრეთ პროექტების დაგეგმვის შესახებ, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი, თუ  მიზანია, რომ მოსწავლემ უნდა მიაღწიოს მაღალ დონეს, მაშინ პროექტის კარგი დაგეგმვა და მომზადება აუცილებელია;
  •  გავიხსენეთ ელ. ფოსტა, მასში მუშაობა, წერილების ან რაიმე დოკუმენტის გაგზავნის დროს ვიქცევით შემდეგნაირად: შევდივართ ფოსტაში, ვაკლიკებთ "შექმნა", მოცემულ გრაფაში ვირჩევთ ვის ვუგზავნით და ვწერთ მის ელ. მისამართს, შემდეგ თემის სათაურს, შემდეგ სულ დაბლა ვაკლიკებთ ფაილის ატვირთვას, ვტვირთავთ ფაილს, იქედან  სადაც გვაქვს შენახული, ვათვალიერებთ, თუ ყველაფერი წესრიგშია, ვაკლიკებთ "გაგზავნას"
  • საშინაო დავალება: გადავუგზავნოთ გიორგის ფოსტაზე უბრალოდ "მოკითხვის" წერილი; მოვამზადოთ ბუკლეტისთვის სურათები. თუ რა არის ბუკლეტი, წარმოდგენისთვის შევდივართ გიორგის ბლოგზე:http://intelga.blogspot.com/p/blog-page_74.html, შემდეგ - რესურსები, სასწავლო პროექტის დამხმარე, ბუკლეტის შაბლონი. აქვე გავეცნობით, ჩვენი კოლეგების მიერ გაკეთებულ ბუკლეტებს სხვადასხვა თემაზე.



Комментариев нет:

Отправить комментарий