пятница, 10 апреля 2015 г.

დღე მეცხრე


როგორც ყოველთვის ეს დღეც ჩვეულებრისამებრ დაიწყო, მაგრამ ერთი კი არის რომ, ყველამ ვიცოდი, ეს დღე ტრენინგის ბოლო დღე იყო, ვემშვიდობებოდით მართლაც და საინტერესო მასალის შესწავლას, რომელმაც ბევრი რამე მოგვცა. ტრენერი, მიუხედავად მისი ასაკისა ძალიან საინტერესოდ და დამაჯერებლად გადმოგვცემდა....

  • ჩვენ წინა ტრენინგზე მოგვეცა დავალება, ჩვენი პორტფოლიოები მოგვეწიესრიგებინა, მასალა,რაც პროექტისათვის შევიმუშავეთ, კერძოდ: პროპექტის გეგმა, ბროშურა, პრეზენტაციის ჩეკლისტი, მასწავლებლის პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, გუგლის ფორმებში ტესტების შექმნა   და ბოლოს შეფასებები და ამ ყველაფერის ატვირთვა-განახლება პორტფოლიოში და თავისთავად ბლოგზეც. 
  • ჩვენც ასე გავაკეთეთ, ყოველივე ზედმიწევნით შევასრულეთ, გიორგის ჩვენთან მოსვლამდე ყველაფერი უკვე ჰქონდა ნანახი.
  • ტრენინგის დაწყებისთანავე, იყო შენიშვნები, ძირითადად შეფასებებში, ჩავასწორეთ მისი მითითებით.
  • ამის შემდგომ, ასევე ტრენერის თხოვნით, თუ მოთხოვნით, რამოდენიმე ჯგუფის წევრმა გააკეთა პრეზენტაცია თავის პროექტის შესახებ.
  • პრეზენტაციამ უნაკლოდ ჩაიარა, მართლაც და ვამაყობ მე ჩემი კოლეგებით, მათი ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით.
  • პრეზენტატორები ტაშით დავაჯილდოვეთ, რაც მათთვის სტიმული მიგვეცა ახლაც და  მომავალში,  უფრო კარგი და საინტერესო პროექტის მომზადებისა.
           რაც შეხება თვითონ ტრენინგს, როგორც ზ/ავღნიშნე, თითოეულ ჩვენთაგანს გული დაგვწყდა რომ დასრულდა. ყველამ ავღნიშნეთ, რომ ასეთი საინტერესო ტრენინგს უნდა ეთმობოდეს მეტი დრო.
            მადლობთ ბატონო გიორგი ყოველივე იმ საინტერესო სიტყვებისთვის, ფრაზებისთვის,  რომელიც, ჩვენ თქვენგან გავიხსენეთ და შევისწავლეთ. წარმატებებს გისურვებთ.








Комментариев нет:

Отправить комментарий