пятница, 10 апреля 2015 г.

დღე მეცხრე


როგორც ყოველთვის ეს დღეც ჩვეულებრისამებრ დაიწყო, მაგრამ ერთი კი არის რომ, ყველამ ვიცოდი, ეს დღე ტრენინგის ბოლო დღე იყო, ვემშვიდობებოდით მართლაც და საინტერესო მასალის შესწავლას, რომელმაც ბევრი რამე მოგვცა. ტრენერი, მიუხედავად მისი ასაკისა ძალიან საინტერესოდ და დამაჯერებლად გადმოგვცემდა....

  • ჩვენ წინა ტრენინგზე მოგვეცა დავალება, ჩვენი პორტფოლიოები მოგვეწიესრიგებინა, მასალა,რაც პროექტისათვის შევიმუშავეთ, კერძოდ: პროპექტის გეგმა, ბროშურა, პრეზენტაციის ჩეკლისტი, მასწავლებლის პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, გუგლის ფორმებში ტესტების შექმნა   და ბოლოს შეფასებები და ამ ყველაფერის ატვირთვა-განახლება პორტფოლიოში და თავისთავად ბლოგზეც. 
  • ჩვენც ასე გავაკეთეთ, ყოველივე ზედმიწევნით შევასრულეთ, გიორგის ჩვენთან მოსვლამდე ყველაფერი უკვე ჰქონდა ნანახი.
  • ტრენინგის დაწყებისთანავე, იყო შენიშვნები, ძირითადად შეფასებებში, ჩავასწორეთ მისი მითითებით.
  • ამის შემდგომ, ასევე ტრენერის თხოვნით, თუ მოთხოვნით, რამოდენიმე ჯგუფის წევრმა გააკეთა პრეზენტაცია თავის პროექტის შესახებ.
  • პრეზენტაციამ უნაკლოდ ჩაიარა, მართლაც და ვამაყობ მე ჩემი კოლეგებით, მათი ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით.
  • პრეზენტატორები ტაშით დავაჯილდოვეთ, რაც მათთვის სტიმული მიგვეცა ახლაც და  მომავალში,  უფრო კარგი და საინტერესო პროექტის მომზადებისა.
           რაც შეხება თვითონ ტრენინგს, როგორც ზ/ავღნიშნე, თითოეულ ჩვენთაგანს გული დაგვწყდა რომ დასრულდა. ყველამ ავღნიშნეთ, რომ ასეთი საინტერესო ტრენინგს უნდა ეთმობოდეს მეტი დრო.
            მადლობთ ბატონო გიორგი ყოველივე იმ საინტერესო სიტყვებისთვის, ფრაზებისთვის,  რომელიც, ჩვენ თქვენგან გავიხსენეთ და შევისწავლეთ. წარმატებებს გისურვებთ.








воскресенье, 5 апреля 2015 г.

დღე მერვე


  • პირადად მე, გვიან შევუერთდი ტრენინგს, რაზედაც გული მწყდება, მაგრამ რა ვქნა......
  • როგორც კოლეგებმა მითხრეს, ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების განხილვით, 

вторник, 31 марта 2015 г.

დღე მეშვიდე


  • წარვადგინეთ  საშინაო დავალება - მოსწავლის მიერ power point-ში გაკეთებული პრეზენტაცია . გიორგიმ შეგვიფასა და მოგვიწონა, მოგვცა უმნიშვნელო შენიშვნები - თანმიმდევრობის სესახებ..
  • გავიხსენეთ განვლილი მასალა, კერძოდ google draiv-ში მუშაობა; 
  • შევუდექით ახალი მასალის შესწავლას:
  • სახელმძღვანელოში გავეცანით ახალ მასალას - პორტფოლიოს ჩეკლისტი, სადაც გაწერილია  იმ საქაღალდეების მიმდევრობა, თუ, ჩვენს მიერ შექმნილი მასალა სად და როგორი თანმიმდევრობით უნდა  განვათავსო.
  • ჩვენივე ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი პორტფოლიო.
  • ვისწავლეთ ბლოგზე ახალი ჩარჩოების  დამატება, სახელის დარქმევა და განლაგება რათა ჩვენთვის ადვილი მოსაძებნი იყოს განთავსებული მასალა;
  • ტექსტზე მისამართის მიბმა; 

пятница, 27 марта 2015 г.

დღე მეექვსე

დღე მეექვსე


  • განვიხილეთ საშინაო დავალება-მასწავლებლის მომზადებული პრეზენტაციები;
  • ვისაუბრეთ მოსწავლის მიერ მოსამზადებელ პრეზენტაციაზე;
  • შვისწავლეთ პრეზენტაციის კრიტერიუმის ჩამონათვალი - ჩეკლისტი და გავაკეთეთ პრეზენტაციები;
  • გავეცანით google.draiv-ში მუშაობას, შევქმენით საქაღალდეები, დავარქვით სახელი, ავტვირთეთ ჩვენს მიერ დამზადებული მასალა.
  • ვისწავლე  google.draiv-ში შექმნილი საქაღალდის წაშლა, სახელის გადარქმევა და ატვირთულ მასალაში ცვლილებების შეტანა.
  • საშინაო დავალებად მოგვცა: შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი -პრეზენტაცია. 



ასე ვმუშაობთ.........




четверг, 26 марта 2015 г.

დღე მეხუთე

მეხუთე დღე

ბატონი გიორგი ჩვეულებისამებრ დროზე ადრე მოვიდა, შეგვამზადა ყველანი სამუშაოდ.

  • ტრენინგის დაწყებისთანავე გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი მასალა, ბლოგის სტრუქტურის შესახებ: ფერების შეცვლა, ფონის დაყენება-შეცვლა, 
  • გავაკეთეთ კომენტარები კოლეგების ნაშრომებზე, რომელიც . სახალისოა, თანაც საინტერესო, იმიტომ რომ მომავალში გამოგვადგება ჩვენივე ნამუშევრების ანალიზისთვის.
  • განვიხილეთ  პროექტის გეგმები, სადაც იყო უმნიშვნელო შენიშვნები გიორგის მიერ, რომელიც იქვე  ჩავასწორეთ;
  • გადავედით ახალ მასალაზე, სახელმძღვანელოში, მესამე მოდული - კავშირები, რომელიც ახსნილი იქნა წინარე ცოდნის საფუძველზე, თუ რა ვიცოდით ამ თემასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა რომ ვიცოდით, თუ რა იყო "საავტორო უფლება",  მაგრამ სად შეიძლებოდა მისი განთავსება ვისწავლეთ ახლა. საავტორო უფლებების ჩანაწერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ნაშრომის ბოლო გვერდზე.
  • შემდეგ, სახელმძღვანელოში, მეორე მოდულის მეხუთე აქტივობაზე გადავედით, სადაც შევისწავლეთ პედაგოგის მიერ მოსამზადებული პრეზენტაციაზე მუშაობა -Powerpoint-ში.

დღე მეოთხე

მეოთხე დღე:

  • დღევანდელი დღე იყო მეტად შრომატევადი. 
  • ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, გავეცანით მის სტრუქტურას, საჭიროებისამებრ შევძლოთ ფერების შეცვლა, განლაგება. 
  • ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება კოლეგების ნამუშევრებზე.
  • ვისწავლეთ უფრო ზუსტად, თუ როგორ უნდა დავწეროთ რეფლექსია, რაც აუცილებლად დამეხმარება
  • გავეცანით პროექტის შეფასებებს, გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, მათგან პირველი "მოსწავლეების წინარე და საჭიროებების შეფასებისთვის" მოგვცა საშინაო დავალებად:  მოვიფიქროთ ერთი ან ორი  მეთოდი, მის შესამოწმებლად.
მადლობთ ბატონო გიორგი  განვლილი ოთხი დღისათვის, რაც ჩვენ შეგვასწავლეთ.....